-
2021-10-11 ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას
კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა.
-
2021-10-11 გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.