-
2021-10-01 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
-
2021-10-01 პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში ევროკავშირის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია.