-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილი - თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ, ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები, ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელს ჩვენს საზოგადოებას
მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, მადლობა გადავუხადო ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის;
-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის მთავრობას ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას, რამდენადაც, საქართველოს, დამოუკიდებლობის ისტორიაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ეწვია.