-
2021-02-01 1-ელი თებერვლიდან რეგულარული რეისები განახლდა
1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა.
-
2021-02-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პირველ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
-
2021-02-01 გიორგი გახარია - შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2021-02-01 გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის განსაზღვრისა და შესაძლო ზიანის პრევენციის შესაძლებლობას იძლევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.
-
2021-02-01 გიორგი გახარიამ სოფელ ზედა საქარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
-
2021-02-01 რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
-
2021-02-01 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა
1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
-
2021-02-01 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 056 ტესტი, რომლის შედეგად 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.