საქართველოს მთავრობა – ბრიფინგები და პრესკონფერენციები

პრემიერ–მინისტრმა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

პრემიერ–მინისტრმა ელექტროენერგიის ვუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა2012 წლის 20 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის კანცელარიაში, ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"მოგესალმებით. წელს, საქართველოში ძალიან ცივი ზამთარია. დიდთოვლობამ, დიდმა ნალექმა, ყინვებმა ბევრი პრობლემა შეუქმნეს ჩვენს მოსახლეობას. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისა

პრემიერ–მინისტრმა ელექტროენერგიის ვუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართათვის, რომ ეს პრობლემები მინიმალურ პერიოდში მოგვარდეს, ვგულისხმობ გზას და ელექტროენერგიას. 

ჩვენ მოქალაქეებს გაეზარდათ ელექტროენერგიის ხარჯები. პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა, რომლის დაროიგება დაიწყება ამ კვირას. 20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი მიუვა ყველა ოჯახს.

გასულ წელსაც იგივე ტიპის პროგრამა განვახორციელეთ, იგივე პრინციპი იქნება დაცული წელსაც. დაახლოებით 1 მლნ 200 ათასზე მეტ ოჯახს დაურიგდება ვაუჩერი და ჩვენს თანამოქალაქეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ და შეუმსუბუქდებათ ელექტროენერგიის გადახდა ამ პერიოდის განმავლობაში.


ვაუჩერის დარიგებაზე პასუხისმგებელი იქნება ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სამინისტრო...

უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ რაიონების სიას, სადაც მოხდება ვაუჩერების დარიგება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე, რათა მინიმალურ პერიოდში ნებისმიერი ასეთი ტიპის პრობლემა იყოს მოგვარებული.

რაც შეეხება თანხას, ჯამში ეს იქნება დაახლოვებით 25 მლნ ლარი, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოვყავით, " - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური