საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო ამოსაბეჭდი ვერსია

2024-05-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური