საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - ალექსანდერ ვუჩიჩს გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური