-
01 იანვარი 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს!
-
28 დეკემბერი 2017
გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცადღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ.
-
27 დეკემბერი 2017
შეხვედრა თურქეთის ახალ ელჩთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.
-
27 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის მედიაცენტრშიდამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას, გისურვებთ ძალიან ბევრ სიხარულს 2018-ში!
-
27 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მიღწევები შეაჯამადღეს მთავრობის პირველი სხდომაა განახლებულ ფორმატში, განახლებული შემადგენლობით და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
-
27 დეკემბერი 2017
პრემიერმა მთავრობის სხდომა ქართველ დიპლომატ კონსტანტინე ზალდასტანიშვილზე საუბრით დაიწყომთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო -ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე.
-
26 დეკემბერი 2017
პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
26 დეკემბერი 2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარიდიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.
-
25 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრმა, მეუღლესთან ერთად, პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვნი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა.
-
24 დეკემბერი 2017
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყოანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.