საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური