საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური