საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ვაქცინაციის გაფართოების ღონისძიებებზე იმსჯელა
2021-06-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებისგან ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|