საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
2021-05-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მთავრობის მეთაური სამების ტაძარში თბილისის მერთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|