საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
2020-12-30 სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის ზიარი ინტერესების სულისკვეთებით, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, სადაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს. „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ წარმატებები გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის, ძლიერი ჯანით, უშრეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით", - აღნიშნულია სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|