საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

2019-01-15

  ..

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა დღეს ბოლნისში.

მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.

მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და  ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური