საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია
2023-10-10 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი - ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|