საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა
2023-01-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?active=1
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაური მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია, ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის დებულებაში.
|