საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-12

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბასთუმანში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა.

სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს დაასრულა.

რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის 5.7 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რამდენიმე სახლს ჩაუტარდა ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული ისტორიული სახლის იდენტიფიცირება, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. მათი რეაბილიტაცია აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოების დარგებში განხორციელდება.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური