საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების გასვლით შეხვედრაზე, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა განიხილეს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-19

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური