საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-21

------

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იმყოფებოდა, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ნოვრუზ ბაირამ მუბარეკ ოლსუნ! გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას და ახალ სიცოცხლეს ჩვენს ოჯახებში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობისა, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანში მივულოცო ნოვრუზ ბაირამი და მათ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალურ სტენდებს, ასევე რეგიონში დაგეგმილ პროექტებს გაეცნო და დაესწრო სპორტულ აქტივობებს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური