საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-22

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატზე - საქართველოს,აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური