საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქუთაისში პროფესიული კოლეჯი გაიხსნა

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „იბერია" გაიხსნა.

განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი შეძლებს დაეუფლოს სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურებებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე.

კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.