საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზუგდიდში ახალი პროფესიული კოლეჯი შენდება

ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება, რომელიც დამატებით 250 პროფესიულ სტუდენტს მიიღებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე.

ახალ კოლეჯში სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. პროექტის ღირებულება 1 700 000 ლარია.