საქართველოს მთავრობა – მთავრობის წევრები

ლაშა ხუციშვილი.ლაშა ხუციშვილი

დაიბადა 1985 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისში


პროფესიული კარიერა:

01.04.2021-დან - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

02.2014-04.2021 - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

07.2016-09.2020 - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) არჩეული წევრი.

01.2013-02.2014 - სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი

08.2008-01.2013 - საერთაშორისო კომპანია Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგ) თბილისის ოფისი, საგადასახადო და იურიდიული განყოფილება

06.2007-08.2008 - ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო - საბჭოს აპარატი


განათლება:

2002-2006 წლები - თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

2002-2006 წლები - პრესტონის უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამა-მენეჯმენტი, დისტანციური სწავლების კურსი


უცხო ენების ცოდნა:

ინგლისური, რუსული


ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და ორი შვილი