საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ილია დარჩიაშვილი - დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-25

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები", რომელსაც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია " დემოკრატიის ვარიაციები" აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები:

- გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);

- თავისუფლება წამებისგან (freedom from torture);

„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, "ელექტორალური დემოკრატიის" ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური