-
2021-10-31 ირაკლი ღარიბაშვილი, 120-მდე სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.
-
2021-10-30 ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი
მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა.
-
2021-10-29 ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნების მეორე ტურის თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.
-
2021-10-28 ირაკლი ღარიბაშვილი - დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და დღეს უკვე ოფიციალურად ვიწყებთ GI-4-ების წარმოებას, რომლის ყველა დეტალი საქართველოში დამზადდება
საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი", რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
-
2021-10-27 საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა
აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია.
-
2021-10-26 ირაკლი ღარიბაშვილი - ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა
ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-10-26 საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, კალე ლაანეტს შეხვდა.
-
2021-10-26 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს
ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-10-26 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა
ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-10-25 ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის საკითხებზე, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.
-
2021-10-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2021-10-25 2021 წლის 25 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-10-25 მთავრობის განკარგულებით, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-10-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს ჟილ კარბონიეს შეხვდა.
-
2021-10-20 პრემიერ-მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
-
2021-10-20 ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა
-
2021-10-20 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-10-19 სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი თანათავმჯდომარეობდნენ.
-
2021-10-18 ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს - თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია
თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-10-18 2021 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2021-10-18 პრემიერ-მინისტრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა.
-
2021-10-18 ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2021-10-18 მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილ პირს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2021-10-17 ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება
ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-10-15 პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
-
2021-10-14 ირაკლი ღარიბაშვილი - სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო
ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა; მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2021-10-13 დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდ
მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.
-
2021-10-13 საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები, 2021-2025 წლების სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემები, - ამ თემებზე ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა.
-
2021-10-12 ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს - ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
-
2021-10-12 საქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობს
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება, - ონლაინ-შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ ძლიერი დემოკრატიისა და მმართველობის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების გზაზე, საქართველო საჯარო მმართველობის ძირეული რეფორმის გატარებას განაგრძობს.
-
2021-10-12 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-10-12 მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2021-10-11 ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას
კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა.
-
2021-10-11 გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
-
2021-10-09 ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
-
2021-10-09 ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.
-
2021-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს.
-
2021-10-09 ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.
-
2021-10-09 ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
-
2021-10-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მონტენეგროს პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.
-
2021-10-08 ირაკლი ღარიბაშვილი - მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ
მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
-
2021-10-07 ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-10-05 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტების მუშაობა 23:00 საათამდე გახანგრძლივდება; რეგულაციების დაცვით დასაშვები ხდება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ; იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-10-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას.
-
2021-10-04 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2021-10-04 პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.
-
2021-10-02 ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა.
-
2021-10-02 პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები - ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები - ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იმყოფებიან.
-
2021-10-01 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
-
2021-10-01 პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში ევროკავშირის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია.