-
2021-09-03 ირაკლი ღარიბაშვილი მეშახტეებს- ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ
ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, კომპანია "საქნახშირში" დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-03 პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.
-
2021-09-03 პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს.