-
2021-09-30 ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-09-29 საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.
-
2021-09-29 საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე, სავაჭრო ბრუნვის ზრდის ხელშეწყობასა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების მეტად გაფართოებაზე იმსჯელეს.
-
2021-09-29 ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას" სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა.
-
2021-09-29 ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.
-
2021-09-29 ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო. ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
-
2021-09-29 მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ეკონომიკური ზრდის თაობაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის საკითხზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
2021-09-28 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას
ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-09-28 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-09-28 ირაკლი ღარიბაშვილი - გამორჩეული გერმანული საწარმო ''YTONG'' მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს
გამორჩეული გერმანული საწარმო "YTONG" მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2021-09-28 ირაკლი ღარიბაშვილი - იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2021-09-27 ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ-50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის" მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-09-27 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2021-09-27 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
-
2021-09-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე
ქართველი ხალხის სახელით მაქვს პატივი მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. ყველა წევრ სახელმწიფოს ეძლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ეს პლატფორმა საკუთარი წუხილის გასაზიარებლად და მოსაზრებების გამოსახატად ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.
-
2021-09-24 ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.
-
2021-09-23 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან
ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.
-
2021-09-23 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
-
2021-09-23 პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსნის'' სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა
უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა.
-
2021-09-23 პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2021-09-22 ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
-
2021-09-22 ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა.
-
2021-09-22 ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.
-
2021-09-22 ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიუ-იორკში, სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დიალოგში ავღანეთის თემაზე, რომელიც ავსტრიის კანცლერის ორგანიზებით გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა.
-
2021-09-21 ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა.
-
2021-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
-
2021-09-19 ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია
მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-09-18 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს
„სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს; განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-09-17 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს 420 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს; 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 დევნილ ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები
მთავრობამ 37 მლნ ლარი დახარჯა იმისთვის, რომ დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.
-
2021-09-16 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი ალბომის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“
საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია ტოლერანტობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორიით. სწორედ ამ ტრადიციის განვითარებისა და გაძლიერებისთვის 2014 წელს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2021-09-16 პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია.
-
2021-09-16 ირაკლი ღარიბაშვილი - როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, განვაცხადე, რომ დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს - დღეს სახეზეა 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით
როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს; თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო.
-
2021-09-15 ირაკლი ღარიბაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა
რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გულთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-09-15 ირაკლი ღარიბაშვილი - „დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება
„დელტა ტექსტილი" წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.
-
2021-09-14 პრემიერ-მინისტრი გორში აღდგომის მშენებარე ტაძარს, გორისა და ატენის და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტებს ეწვია
მთავრობის მეთაურს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გააცნო. პრემიერმა მეუფეს ტაძრის მშენებლობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
-
2021-09-14 „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია
ახალ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
-
2021-09-14 პრემიერ-მინისტრი სურამის და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურამის და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია. მთავრობის მეთაურმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
-
2021-09-14 ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავისმხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს
სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავისმხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში"განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-14 პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო ,,მეტეხის კერამიკა'' დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში" იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრს საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო.
-
2021-09-13 2021 წლის 13 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2021-09-13 საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის მიმდინარეობასა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2021-09-12 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-12 ირაკლი ღარიბაშვილი - აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბასთუმანში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა.
-
2021-09-12 პრემიერ-მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
-
2021-09-12 პრემიერ-მინისტრი აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
-
2021-09-11 ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს - მთავარი, რაც მინდა გითხრათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ჩამოვყალიბდეთ მიზანზე და თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული წელი უნდა გაახლოებდეთ ამ მიზანს
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს თანამედროვე ევროპული ტიპის განათლების სისტემა ქვეყანაში და ყველა ის რეფორმა, რაც დაწყებული აქვს ბატონ მიხეილ ჩხენკელს, ამ დიდ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
-
2021-09-11 პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრი მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.
-
2021-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის ხელმძღვანელმა ციცინო გაბედაურმა უმასპინძლა და რეაბილიტირებული მუზეუმი და გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრმა დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა.
-
2021-09-10 ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, იმიტომ, რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე - მთლიანად რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
-
2021-09-08 ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
-
2021-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებები
მივესალმები ჩვენს მეგობარს, ჩემს კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
-
2021-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-09-08 ირაკლი ღარიბაშვილი - სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, დასაქმდება 2 000 ადამიანი
ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი", ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო.
-
2021-09-07 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-09-06 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან.
-
2021-09-06 2021 წლის 6 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.
-
2021-09-06 მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.
-
2021-09-05 პრემიერმა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაარსებული საწარმო, “მეღვინეობა ნაბერაული” დაათვალიერა
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი "შეღავათიანი აგროკრედიტი" ფინანსურად უჭერს მხარს მსგავს საწარმოებს, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, მეღვინეობა "ნაბერაულში" განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-05 ირაკლი ღარიბაშვილი - ონი-საჩხერის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჩხერე-ონის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება
ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
-
2021-09-04 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 100-მდე ბაზის მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას" სარაგბო არენაზე შეხვდა.
-
2021-09-04 ირაკლი ღარიბაშვილი - წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი - თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას
სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.
-
2021-09-03 ირაკლი ღარიბაშვილი მეშახტეებს- ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ
ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, კომპანია "საქნახშირში" დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-03 პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.
-
2021-09-03 პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს.
-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილი - აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან
აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ
ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭიათურაში განაცხადა, სადაც, რეაბილიტირებული საბაგირო დაათვალიერა.
-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შუა გორაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, გამოჩენილი მათემატიკოსის და დამსახურებული მასწავლებლის ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
-
2021-09-01 პრემიერ-მინისტრი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა
მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონსთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
-
2021-09-01 პრემიერი სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
-
2021-09-01 ირაკლი ღარიბაშვილი რიკოთზე - ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთზე განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.