-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს, მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის - „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-07 1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა
1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა.
-
2021-07-07 იწყება „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა
ეს იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.
-
2021-07-07 2019-2021 წლებში განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია
2019-2021 წლებში გადაუდებელი დახმარების ავტოპარკი 218 ახალი ავტომობილით განახლდა, აშენდა 57 ახალი რაიონული ადმინისტრაციული შენობა, განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია, გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის შრომის ანაზღაურება.
-
2021-07-07 ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული ლიმიტი გაიზარდა 8000 ლარით
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში არსებული ლიმიტი 8000 ლარით გაიზარდა.