-
2021-07-22 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო.
-
2021-07-22 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-22 მომდევნო 10 წლის განმავლობაში, განსაზღვრული 5 პრიორიტეტის მიხედვით, მოხდება სხვადასხვა შესყიდვების განხორციელება
მომდევნო 10 წლის განმავლობაში განისაზღვრა 5 პრიორიტეტი (ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო (კონტრ-მობილურობა) შესაძლებლობების განვითარება), რომლის მიხედვით მოხდება სხვადასხვა შესყიდვების განხორციელება.
-
2021-07-22 2022 წლის ზაფხულისთვის 1000-ზე მეტი სამხედრო მახათას მთაზე საცხოვრებელ ბინებს მიიღებს
უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს საცხოვრებელ ბინებს მახათას მთაზე "ჯარის ქალაქში - Army city".