-
2021-07-13 ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ელჩს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2021-07-13 პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
-
2021-07-13 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.