-
2021-07-31 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
-
2021-07-31 ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს - ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას
ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებით ფინანსების მოძიებაზე,ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მოტივაცია აქედან მივიღე,რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტი განგვეხორციელებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-07-30 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს
ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-30 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2021-07-30 2030 წელს უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონ ლარს მიაღწევს
მუშავდება უმაღლესი განათლების ეფექტიანი დაფინანსების ახალი მოდელი მსოფლიო ბანკის ჩართულობით, უნივერსიტეტებს ექნებათ სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების მეტი შესაძლებლობა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები, 2030 წელს უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მლნ ლარს მიაღწევს.
-
2021-07-30 პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისთვის ყველა მუნიციპალიტეტში
პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისათვის ყველა მუნიციპალიტეტში. 2032 წლისთვის ქვეყანაში პროფესიული განათლების მიღებას წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდა და ზრდასრული მოქალაქე შეძლებს.
-
2021-07-29 პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2021-07-28 პრემიერ-მინისტრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის დარგობრივი განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებასა და საზოგადოებისადმი წარდგენას გულისხმობს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
-
2021-07-28 ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯულია 300 მილიონი ლარი
აშენდა და კეთილმოეწყო 3 სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას. შემუშავებულია და ხორციელდება მასობრივი სპორტის - სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო პოლიტიკა.
-
2021-07-28 საქართველოს მთავრობის მიერ კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 200 მლნ. ლარამდე დაიხარჯება
შექმნილია და განვითარდა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ფიზიკური და ციფრული სივრცეები, რომელიც, მორგებულია სხვადასხვა პირთა სპეციალურ საჭიროებებზე. განახლდა შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. შეიქმნა კულტურის „მწვანე", ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და შემოქმედებითი გარემო.
-
2021-07-28 2030 წლისთვის კულტურის სფეროში 30-მდე გამქრალი პროფესია არის აღდგენილი
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აღდგენილია კულტურის სფეროს გამქრალი პროფესიები და უზრუნველყოფილია მოთხოვნადი პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისიუწყვეტი განათლების სისტემა.
-
2021-07-27 პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
-
2021-07-27 პრემიერ-მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კატარის ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფას შეხვდა.
-
2021-07-27 პრემიერ-მინისტრის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება, გატარდება ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების კუთხით
იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-07-26 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრს, გიორგი ფანგანს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2021 წლის 27 ოქტომბერს.
-
2021-07-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რადიო თავისუფლების" პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ჯეიმი ფლაის შეხვდა.
-
2021-07-26 ირაკლი ღარიბაშვილი - აცრის შემდეგ, გარდაცვალება, პრაქტიკულად გამორიცხულია, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, ყველაფერი გავხსენით, ავირჩიეთ მართვის გზა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, ჩვენი ქვეყანა ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის" ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2021-07-23 პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა
იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-07-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში
მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2021-07-23 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე
ქვეყნის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე სისტემის განვითარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოხმარდება 9 მილიარი ლარი.
-
2021-07-23 2025 წლისთვის დასრულდება ევროპული სტანდარტების 4 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა
2025 წლისთვის დასრულდება ევროპული სტანდარტების *4 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობა - იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2030 წლისთვის დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება ევროპული სტანდარტების 6 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი.
-
2021-07-23 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით
2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით
-
2021-07-22 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო.
-
2021-07-22 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-22 მომდევნო 10 წლის განმავლობაში, განსაზღვრული 5 პრიორიტეტის მიხედვით, მოხდება სხვადასხვა შესყიდვების განხორციელება
მომდევნო 10 წლის განმავლობაში განისაზღვრა 5 პრიორიტეტი (ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო (კონტრ-მობილურობა) შესაძლებლობების განვითარება), რომლის მიხედვით მოხდება სხვადასხვა შესყიდვების განხორციელება.
-
2021-07-22 2022 წლის ზაფხულისთვის 1000-ზე მეტი სამხედრო მახათას მთაზე საცხოვრებელ ბინებს მიიღებს
უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს საცხოვრებელ ბინებს მახათას მთაზე "ჯარის ქალაქში - Army city".
-
2021-07-21 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო.
-
2021-07-20 საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.
-
2021-07-20 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიცვან რეგულაციები, რათა ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-07-20 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა
თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-07-20 ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფებოდა.
-
2021-07-19 ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტი
ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და საქართველოში თქვენი პირადად დახვედრა, შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
-
2021-07-19 ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფება.
-
2021-07-17 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს
ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, "ჯარის ქალაქის" - Army City-ის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
-
2021-07-14 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია
ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს დახვდა.
-
2021-07-13 ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ელჩს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2021-07-13 პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
-
2021-07-13 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-07-12 2021 წლის 12 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2021-07-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი დანიშნა
მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.
-
2021-07-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება.
-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილი - თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ, ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები, ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელს ჩვენს საზოგადოებას
მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, მადლობა გადავუხადო ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის;
-
2021-07-10 ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის მთავრობას ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას, რამდენადაც, საქართველოს, დამოუკიდებლობის ისტორიაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ეწვია.
-
2021-07-09 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვის საქმეში, რითაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს - მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი
17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში; ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს - მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2021-07-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ანარ კარიმოვს შეხვდა.
-
2021-07-08 გაიხსნა გურჯაანის შემოვლითი გზა
ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთი (გურჯაანის შემოვლითი გზა) გაიხსნა.
-
2021-07-08 ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთში ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება, ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის; მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ; მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
-
2021-07-07 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს, მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის - „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-07-07 1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა
1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა.
-
2021-07-07 იწყება „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა
ეს იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.
-
2021-07-07 2019-2021 წლებში განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია
2019-2021 წლებში გადაუდებელი დახმარების ავტოპარკი 218 ახალი ავტომობილით განახლდა, აშენდა 57 ახალი რაიონული ადმინისტრაციული შენობა, განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია, გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის შრომის ანაზღაურება.
-
2021-07-07 ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული ლიმიტი გაიზარდა 8000 ლარით
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში არსებული ლიმიტი 8000 ლარით გაიზარდა.
-
2021-07-06 ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფითი გავლენის შესახებ იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.
-
2021-07-06 პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-07-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი
ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2021-07-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.
-
2021-07-06 2021-22 წლებში მთავრობა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 1350 მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს
გაიზრდება პროგრამით „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერილი ბიზნეს საქმიანობების რაოდენობა 211-დან დაახლოებით 360-მდე.
-
2021-07-06 2030 წლისთვის შემცირდება აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 10,7%-მდე
2030 წლისთვის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 10,7%-მდე შემცირდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არსებული -6.2%-დან 5%-ს მიაღწევს.
-
2021-07-06 2030 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე გაიზრდება
მთელი საქართველოს მასშტაბით, 2030 წლისთვის, განვითარდება ახალი ტურისტული ადგილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $6500000000-მდე გაიზრდება.
-
2021-07-06 ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებს
ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალშეძენილ პირველ და მეორე შვილზე ოჯახი ისარგებლებს იპოთეკური სესხის 5%-დან 8%-მდე თანადაფინანსებით, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე - 8%-ით.
-
2021-07-05 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პროგნოზით, წელს, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი
წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-07-05 2021 წლის 5 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილა.
-
2021-07-05 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა; მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა; მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში.
-
2021-07-04 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს.
-
2021-07-02 ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომა
-
2021-07-02 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, ავტორიზებული ჩინური ვაქცინები - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“
მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
-
2021-07-02 ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
-
2021-07-01 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს
ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2021-07-01 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე იზრდება
დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.