-
2021-06-23 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
-
2021-06-23 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.