-
2021-06-29 პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
-
2021-06-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასკვნითი სიტყვა პარლამენტში
პრემიერ-მინისტრმა ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ პარლამენტის დეპუტატებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.
-
2021-06-28 პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2021-06-26 ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა.
-
2021-06-25 პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
-
2021-06-25 პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.
-
2021-06-24 იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ
პირველი ივლისიდან იუსტიციის სახლების თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.
-
2021-06-24 პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
-
2021-06-24 პრემიერ-მინისტრის ინიციატივა
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
-
2021-06-24 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
-
2021-06-23 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
-
2021-06-23 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
-
2021-06-22 პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ვაქცინაციის გაფართოების ღონისძიებებზე იმსჯელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
-
2021-06-21 2021 წლის 21 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-06-21 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-06-21 2021 წლის 21 ივნისს, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი
-
2021-06-19 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების გასვლით შეხვედრაზე, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა განიხილეს
შეხვედრაზე, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.
-
2021-06-18 ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით
მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-06-15 პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა.
-
2021-06-15 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა
ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-06-14 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა
არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
-
2021-06-13 მთავრობის მეთაურმა 2015 წლის 13-14 ივნისს, ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს, შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე და დღეს ჩვენ გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ.
-
2021-06-12 ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
-
2021-06-11 პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.
-
2021-06-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
-
2021-06-10 ირაკლი ღარიბაშვილი - ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო
დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
-
2021-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. აღინიშნა, რომ მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.
-
2021-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს.
-
2021-06-09 ირაკლი ღარიბაშვილმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა.
-
2021-06-09 ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა
დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა,რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-06-09 ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მართლაც უნიკალური პროექტია, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული დონის განათლება
განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.
-
2021-06-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალთან ერთად, ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა, რა დროსაც საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
-
2021-06-08 პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2021-06-07 ირაკლი ღარიბაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს ანიკა სოდერსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.
-
2021-06-07 ფილიპ რიკერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მაღალი შეფასება მისცა
საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.
-
2021-06-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია.
-
2021-06-06 პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2021-06-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.
-
2021-06-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა.
-
2021-06-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
-
2021-06-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, კახეთში უმასპინძლა
ოფიციალური ვიზიტის არაფორმალური ნაწილი წინანდალში გაიმართა.
-
2021-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.
-
2021-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
-
2021-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.
-
2021-06-03 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
-
2021-06-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
-
2021-06-02 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.
-
2021-06-01 პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.
-
2021-06-01 ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები.
-
2021-06-01 ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
-
2021-06-01 თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა.
-
2021-06-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა. გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
-
2021-06-01 პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
-
2021-06-01 პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
-
2021-06-01 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00-04:00 საათამდე იმოქმედებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.