-
2021-05-09 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა
დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მე მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2021-05-09 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს - ევროკავშირის ელჩს - ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.