-
2021-04-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
-
2021-04-29 ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს! ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლოა
ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ბატონო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარევ, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-04-29 პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს სტიუარტ ფიჩს შეხვდა.
-
2021-04-28 გაეროს გუნდმა საქართველოში მთავრობას 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა გახსნეს ღონისძიება, რომელზეც გაეროს გუნდმა საქართველოში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ონლაინ-ფორმატში წარუდგინა.
-
2021-04-28 ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონკურსო ვადების დაცვით, შესაბამისი განცხადებები წარადგინეს: ნინო ქუბინიძემ, ირინე ვერძეულმა, ივანე მახარაძემ და მარიამ სულაბერიძემ.
-
2021-04-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.
-
2021-04-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა.
-
2021-04-27 პრემიერ-მინისტრმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს განვითარების ათწლიან გეგმასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს
საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2021-04-27 რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება, როგორც საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი.
-
2021-04-26 გიორგი ღიბრაძე - ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს
ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-04-26 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-04-26 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა
პროგრამის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი.
-
2021-04-26 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, რომელიც 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს; პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარია
ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-04-24 პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
-
2021-04-24 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
-
2021-04-23 პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2021-04-21 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას.
-
2021-04-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია.
-
2021-04-20 ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია.
-
2021-04-14 გიორგი ღიბრაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
-
2021-04-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2021-04-13 ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19 ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
-
2021-04-13 კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა.
-
2021-04-13 გიორგი ღიბრაძე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიური მუშაობის დღის წესრიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას
ქვეყანაში, კონკრეტულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ, საბჭო იღებს თანმიმდევრულ, დაბალანსებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პერიოდულად ხდება შემდგომი რეგულაციების დაწესებასა თუ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-04-13 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.
-
2021-04-12 მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს- მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
-
2021-04-10 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს
-
2021-04-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2021-04-09 მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2021-04-08 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამა გააფართოვა.
-
2021-04-08 მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართობის გადაცემა იკრძალება
საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართობის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
-
2021-04-07 რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს - თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და, საჭიროების შემთხვევაში, ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენს გამოსაჯანმრთელებლად
ოფიციალურ წერილში პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის.
-
2021-04-07 ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
ოფიციალურ მილოცვაში ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ლიეტუვა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.
-
2021-04-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
-
2021-04-06 შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
-
2021-04-05 სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2021-04-03 პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის" დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
-
2021-04-02 იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი მარიო დრაგი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი მარიო დრაგი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და იმ ფაქტზე, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
-
2021-04-01 ირაკლი ღარიბაშვილი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე - ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს
მსურს გამოვეხმაურო გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-04-01 ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა
რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა, მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-04-01 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2021-04-01 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა.