-
2021-02-25 FSI-ის ორგანიზებით ბაკურიანი 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!
სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
-
2021-02-25 ირაკლი ღარიბაშვილი - ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის
ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას.
-
2021-02-25 სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს - მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია
მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-02-25 რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასულოცავს.
-
2021-02-25 2021 წლის 25 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2021-02-25 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შაბათ-კვირის ჩათვლით; ასევე დღეიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-02-25 ირაკლი ღარიბაშვილი - 25 თებერვალი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ, ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის
დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2021-02-25 საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.