-
2021-02-15 ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე აღსრულების კონტროლსა და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გაგრძელებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა.
-
2021-02-15 გიორგი გახარიამ და ვენდი მორტონმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს როლი განიხილეს
ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.
-
2021-02-15 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9197 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.