საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N254

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N254
27 სექტემბერი, 2006

 

ა. ალექსიშვილის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებსა და ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე", ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ასევე ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეს-რულების მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართ-ველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.

ზურაბ ნოღაიდელი