საქართველოს მთავრობა – 2025 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის ტექნოპარკსა და ელექტროტექნიკის ქარხანაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2025-03-04

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ერთად, უზბეკეთის ტექნოპარკსა და ელექტროტექნიკის ქარხანაში იმყოფებოდა.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ტექნოპარკის გენერალურმა დირექტორმა სარვარ ახადოვმა უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრმა ტექნოპარკი დაათვალიერა და ელექტროტექნიკის ქარხანაში პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

როგორც გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტექნოპარკი 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საწარმოო ობიექტების ორგანიზება იმპორტის, ჩამნაცვლებელი სამრეწველო პროდუქციის, სამშენებლო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, ასევე - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ტექნოპარკი მსხვილ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა ინდუსტრიული კონდიცირება-გაგრილების სისტემები, ინდუსტრიული წყლის გამაცხელებელი აღჭურვილობა, ლიფტები და ესკალატორები, პანელური რადიატორები, ფოლადის კონსტრუქციები, სპილენძის პროდუქცია, სენდვიჩპანელები, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი კოლექტორები, გაზის ელექტრონული მრიცხველები და სხვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

Expand