საქართველოს მთავრობა – 2025 წლის სიახლეები

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2025-01-17

  ..

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.

3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.

ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

Expand