ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისთვის და უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის


• განხორციელდა 109 ინფრასტრუქტურული პროექტი (ღირებულება 73 მილიონი ლარი)
• რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 გზას
• აღდგა წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული 50 გზა
• წლის ბოლომდე რეაბილიტირდება კიდევ 60-მდე გზა
• აშენდა 20-მდე ხიდი და ხიდ-ბოგირი
• რეაბილიტირდა რკინიგზის სადგური ზუგდიდში
• მოეწყო:
     ■ ეზოები
     ■ 5 საბავშვო მოედანი
     ■ ვეტერანთა ხეივანი

• ზუგდიდს მალე 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოები დასრულდა, ბიუჯეტი 220 მილიონ ლარი.
• გაზიფიცირდა 5 სოფელი
• მიმდინარეობს 3 სოფლის გაზიფიცირება (დარჩენილია სულ 7 სოფლის გაზიფიცირება)

მოქალაქეთა კომფორტული ტრანსპორტირებისთვის


ზუგდიდის მერიამ შეიძინა15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი
წლის ბოლომდე ზუგდიდს კიდევ 25 ავტობუსი დაემატება

• მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები
• წლის ბოლომდე გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება
• იგეგმება შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მოწყობა
• საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის.
• რუხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს

დევნილებისთვის


• დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინებს 360 დევნილი ოჯახი მიღებს
• წლის ბოლომდე დასრულდება 600 ბინის მშენებლობა
• განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილი ოჯახისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება (სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური პროგრამებით)
• 203 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები (სახლი/ბინა)
• ვეტერან დევნილთა განსახლების ახალი პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 60 ვეტერანი დევნილის ოჯახი მიიღებს.
• 5 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ სახლები შეუსყიდა

მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის


• დარჩელში ახალი საჯარო სკოლა შენდება
• რეაბილიტაცია უტარდება მე-3 საჯარო სკოლას
• ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა 5 სკოლა
• სკოლებში სველი წერტილების მოწყობა 1.5 მლნ ლარით ფინანსდება
• სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაფინანსდა 1.7 მლნ ლარით
• გრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მერიის სტიპენდიის პროგრამები
• ზუგდიდში, ანაკლიასა და ჯუმში საბავშვო ბაღები შენდება
• გაიხსნა ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღი
• რეაბილიტაცია ჩაუტარდება N1 საბავშვო ბაღს
• წლის ბოლომდე 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება
• საბავშვო ბაღებში პერსონალს ხელფასები 15-20%-ით გაეზარდა
• გაიზარდა საბავშვო ბაღებში კვების დაფინანსების თანხაც
• პანდემიის დროს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ
• 9 წარმატებულ პედაგოგს გადაეცა ფულადი ჯილდო 500-500 ლარი, ხოლო 51 საჯარო სკოლის თითო წარმატებულ პედაგოგს გადაეცა 200-200 ლარი
• უფასო მგზავრობის პროგრამით ისარგებლა 1971-მა პედაგოგმა
• მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება (სულ 115 მრავალშვილიანი ოჯახი)
• დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის გაიცემა ყოველთვიური 50-ლარიანი ფულადი დახმარება
• მარტოხელა დედებისთვის გაიცემა ყოველთვიური 50-ლარიანი ფულადი დახმარება. სულ 65 მარტოხელა დედა
• სოც. დაუცველთა პირველი და მეორე შვილის შეძენაზე გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი
• მარჩენალდაკარგული პირებისთვის გაიცემა 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება
• ტყუპის შეძენისას გაიცემა 500-ლარიანი ფულადი დახმარება
• შშმ, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება
• მომვლელის საჭიროების მქონე შშმ ბავშვებისთვის გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით

სტუდენტებისთვის


• 2019 წელს მერის სტიპენდია დაენიშნა 20 სტუდენტს
• 28 ნიჭიერ ახალგაზრდას გადეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება (მათ შორის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება)
• გრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მერის სტიპენდიის პროგრამები.
• 7 სოციალურად დაუცველ სტუდენტს ტრანსპორტის ხარჯი მერიამ დაუფინანსა
• საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდათ

მეწარმეებისთვის


• „ერთიანი აგროკრედიტის" ფარგლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით დაფინანსდა
     ■ 13 ახალი საწარმოს გახსნა
     ■ 17 არსებული საწარმოს გადაიარაღება

• პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა 1 საწარმო და 1 სასტუმრო
• ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომპანიები სარგებლობენ რიგი საგადასახადო შეღავათებით, ასევე შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით

ფერმერებისთვის


• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 324 პოლისი - დაზღვეულ იქნა 754,301 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა
• პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა 17 ბაღის გაშენება
     ■ კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში 44 პროექტი

• მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები
• ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებმა უკვე დაიწყეს აგრობარათების მიღება, ასევე საწვავის შეძენა ფასდაკლებულ ფასად

ტურიზმისთვის და ტურისტებისთვის


• სრულად რეაბილიტირდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - წლის ბოლომდე ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.
• ფონდი ქართუს დაფინანსებით, რეაბილიტირდა დადიანების ნიკოსეული სასახლე
• განმუხურში რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრი
• ენგურის შესართავთან მიმდინარეობს კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია. სრულ მზადყოფნაშია ანაკლიის აკვაპარკი
• რეაბილიტირდა რკინიგზის სადგური ზუგდიდში
• UNDP დაფინანსებით დადიანების სასახლის უკან მოეწყობა ეთნოსივრცე;
• სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა;

კორონავირუსის პრევენციისთვის და მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად


• თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 24 245 ადამიანს
• ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 3500-მდე ნიმუშს
• ანაკლია-განმუხურში 140-ადგილიანი საკარანტინო სივრცე მოეწყო.
• ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით დახმარება გაეწია 10 000-მდე ოჯახს.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა:
     ■ მრავალბინიან კორპუსებს
     ■ მოსაცდელებს
     ■ საჯარო სკოლებს
     ■ საბავშვო ბაღებს
     ■ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს
     ■ საზოგადოებრივ ტრანსპორტს
     ■ ქალაქის 10-მდე ქუჩას.

• საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შემოსავლის გარეშე დარჩენილ პერიოდზე კომპენსაცია, ასევე დაუფინანსდათ კომუნალური გადასახადები, მიეცათ საბანკო სესხის გადავადების საშუალება.
შეღავათები და ხელშემწყობი პროგრამები დამტკიცდა ფერმერებისთვის (გლეხებისთვის) და მეწარმეებისთვის.

პაციენტებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის


• აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 5 ახალი ამბულატორია
• დაემატა სამედიცინო დახმარების რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა, მათ შორის:
   ■ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის თანადაფინანსება
   ■ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია

• შეზღუდული შესაძლებლობის პირებს საშუალება მიეცათ ფულადი დახმარების ნაცვლად მიიღონ სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება.
• გაიხსნა სკრინინგ-ცენტრი

პენსიონერებისთვის


• 2020 წლიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდა, 2020 წლის ივლისიდან 70 წელს ზემოთ ადამიანებს პენსია კიდევ 30 ლარით - ანუ ჯამში 50 ლარით ეზრდება და 250 ლარი ხდება.
• მარტოხელა ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი გაეწია 100 პირს
• 100 წელს გადაცილებულ 9 პირს 500-ლარიანი დახმარება გადაეცა
• ხანდაზმულთა დღის ცენტრით სარგებლობს 16 ხანდაზმული
• პენსიონერებისთვის თანადაფინანსებითაა ხელმისაწვდომი
   ■ სტაციონარული სამედიცინო მომსახურება
   ■ კომპიუტერული გამოკვლევები
   ■ ძვირადღირებული მედიკამენტები
   ■ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებები
   ■ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენა (სკრინინგი)

• მერიის ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებებით 330-მა პენსიონერმა ისარგებლა;
• 5 სოფელში ახალი ამბულატორია აშენდა
• 3 ამბულატორია რეაბილიტირდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის


• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოქმედებს:
   ■ ძვირადღირებული გამოკვლევების თანადაფინანსება
   ■ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
   ■ ძვირადღირებული მედიკამენტების თანადაფინანსება
   ■ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებების დაფინანსება
   ■ სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება/თანადაფინანსება

• მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება აქვთ ფულადი დახმარების ნაცვლად მიიღონ სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება.
• ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
• იგეგმება შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მოწყობა

სოციალური უზრუნველყოფისთვის


• სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს სახლები მერიამ აუშენა
• წელს, კიდევ 25 სახლი აშენდება
• შეიცვალა საცხოვრებელი სახლების დიზაინი და გაიზარდა მისი მოცულობა.
• „ერთი თბილი ოთახის“პროგრამაში ჩაერთო 18 ოჯახი
• სოციალურად დაუცველთათვის დაგეგმილია 20-ბინიანი კორპუსის აშენება
• რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი შენდება
• 96 ოჯახს უფინანსდება ყოველთვიური ბინის ქირის გადასახადი 100 ლარის ოდენობით
• სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის გაიცა ფულადი დახმარება
• მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისში მუდმივად ცხოვრობს 14 ოჯახი
• მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება (სულ 115 მრავალშვილიანი ოჯახი)
• დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
• მარტოხელა დედებისთვის გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება
• სოც. დაუცველთა პირველი და მეორე შვილის შეძენაზე გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი
• მარჩენალდაკარგული პირებისთვის გაიცემა 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება
• ტყუპის შეძენისას გაიცემა 500-ლარიანი ფულადი დახმარება
• შშმ, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება
• მომვლელის საჭიროების მქონე შშმ ბავშვებისთვის გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
• 7 სოციალურად დაუცველ სტუდენტს ტრანსპორტის ხარჯი მერიამ დაუფინანსა
• საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდათ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთათვის


• ხურჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს - 800-მდე პირს ტრანსპორტირების ხარჯი დაუფინანსდა
• საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდათ
• რუხში ამოქმედდა და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო მრავალპროფილური კლინიკა
• რუხში შენდება საფეხბურთო აკადემია

მეტი უსაფრთხოებისთვის


• ზუგდიდში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა
• ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა აშენდა
• საგზაო უსაფრთხოებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით 10 ე.წ. „ჭკვიანი“ და 9 ზოგადი ხედვის კამერა დამონტაჟდა

მოქალაქეთა იდეების დაფინანსებისთვის


დაინერგა ახალი პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“
• ბიუჯეტი -1 მლნ ლარი
• უკვე შერჩეული 26 პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის


• ფონდი ქართუს დაფინანსებით, რეაბილიტირდა დადიანების ნიკოსეული სასახლე
• ფონდი ქართუს დაფინანსებით, მიმდინარეობს თეატრის რეაბილიტაცია ზუგდიდში
• ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სრულად რეაბილიტირდა - პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება 11 მილიონი ლარია. - წლის ბოლომდე ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.
• ზუგდიდში სრულად განახლდა საჭადრაკო სკოლა
• განმუხურში რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრი
• ცვანეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე „ცვანეს დიხაგუძუბა“ განხორციელდა არქეოლოგიური საველე კვლევა-ძიება.
• ურთაში, გვიან ნეოლითის ხანის არქეოლოგიური არტეფაქტები დაფიქსირდა
• ჯიხაშკარში ჩატარდა ისტორიული საფორტიფიკაციო ციხე-სიმაგრის „ჭაქვინჯის ციხის“ არქეოლოგიური კვლევა-ძიება.

ისტორიისა და გმირების დაფასებისთვის


• ზუგდიდში აშენდება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა, უკვე დასრულდა საპროექტო სამუშაოები მოეწყობა:
   ■ სამკითხველო დარბაზი
   ■ საგამოფენო სივრცე
   ■ საინფორმაციო ცენტრი
   ■ აუდიტორია/კინოდარბაზი
   ■ საექსპოზიციო სივრცე
   ■ საარქივო და საფონდო სივრცე
   ■ ლიტერატურული კაფე და ტერასა
   ■ ახალგაზრდული სივრცე

• 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მამულიშვილთა მარადიული ხსოვნის უკვდავსაყოფად განთავსდა მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი.

სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის


• რუხში შენდება საფეხბურთო აკადემია
• ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
• ფონდი ქართუს დაფინანსებით ზუგდიდში 5 ათას მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება
• აშენდება კრივის დარბაზი
• ვითარდება ტრადიციული და კლასიკური საცხენოსნო სპორტი
• ფინანსდება ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი
• 40 წარმატებულ სპორტსმენსა და მწვრთნელს გადაეცა ფულადი ჯილდო

უახლოესი გეგმები


• წლის ბოლომდე 60-მდე გზა რეაბილიტირდება
• ზუგდიდს მალე 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოები დასრულდა, ბიუჯეტი 220 მილიონ ლარი.
• ზუგდიდში დევნილებისთვის 3 კორპუსის მშენებლობა სრულდება - ბინას 360 კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მიიღებს. წლის ბოლომდე დასრულდება 5 კორპუსის მშენებლობა და მომავალი წლის დასაწყისში 600 ბინა განაწილდება.
• მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე 25 ახალ ავტობუსს შეიძენს და ტრანსპორტი გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადავა.
• შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა,
• ტრანსპორტზე საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის.
• თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
• აშენდება 25 სოციალური სახლი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის
• ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა (საპროექტო სამუშაოები დასრულებულია)
o შენობაში განთავსდება სამკითხველო დარბაზი,საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, აუდიტორია/კინოდარბაზი, საექსპოზიციო სივრცე, საარქივო და საფონდო სივრცე, კაფე და ტერასა, სადაც იქნება ღია ლიტერატურული კაფე.

• განხორციელდება „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
• 2021 წელს დაიწყება და 2022 წლისთვის დასრულდება ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა
• ზუგდიდში, ფონდი ქართუს დაფინანსებით 5 ათას მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება.
• აშენდება კრივის დარბაზი
• წლის ბოლომდე 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, შამგონას, რუხის, დარჩელის, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ნიკოლაძის ქუჩაზე.
• სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშვო ბაღს.