ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, საქართველოში შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება

საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი და შემოწმებულია შესაბამისი აღჭურვილობა.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. დღესდღესობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილოებები, რომელიც უზრუნველყოფებს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ არის“,-აცხადებს ტიკარაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში. "ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი, როგორც ხშირად ამბობენ, დასასრულის დასაწყისია. ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია”,-აცხადებს ტიკარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს