24 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გურიის რეგიონსა და აჭარას ეწვევა
2017-06-23
13:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. 16:30 საათზე პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის - შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ" გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. |