საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა
2017-05-11
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ესტონელ კოლეგა იური რატასთან. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთის პრემიერი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებიან.
|