საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

30 მარტს, 15:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდება

2016-03-29

30 მარტს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ფილიპ ჰამონდთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.