საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა
2016-02-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო დუკანოვიჩს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |