საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია
2015-11-15 16 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|