საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა
2015-11-12 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|