საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა
3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა. 11:00 საათზე მთავრობის მეთაური ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის. თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი - ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. |