საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი სექტემბერში ჩინეთსა და აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება

2015-08-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.

სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური